Thursday, March 12, 2015

თავი 1 (1,3 -1,4)

1.3 პროგრამირების გაგება
 
წიგნის დანარჩენ ნაწილში ჩვენ ვეცდებით გავზარდოთ თქვენი ცოდნა პროგრამირების ხელოვნებაში. ბოლოს შენ იქნები პროგრამისტი , სავარაუდოდ არაპროფესიონალი, მაგრამ იმდენი ცოდნით მაინც,  რომ გაარჩიო მონაცემები/ინფორმაცია, გააანალიზო პრობლემა და დაწერო პროგრამა ამ პრობლემის გადასაჭრელად.  
  • პირველი, საჭიროა იცოდე პროგრამირების ენა (Python) - გქონდეს სიტყვათა მარაგი, იცოდე გრამატიკა. უნდა შეგეძლოს "წინადადების" გამართულად დაწერა ახალ ენაზე. 
  • მეორე, უნდა შეგეძლოს "მოყვე ისტორია".  ისტორიის დაწერისას აერთიანებ სიტყვებს და წინადადებებს რომ მკითხველამდე იდეა მიიტანო. ისტორიის ლამაზად დაწერას ცოდნა უნდა. პროგრამირებაში პროგრამაა ჩვენი "ისტორია" და პრობლემა რომლის გადაჭრასაც ცდილობთ - "იდეა". 
რაკი ისწავლი ისეთ პროგრამირების ენას , როგორიცაა Python, ნახავ რომ სხვა ენების ( JavaScript, C++. ) სწავლა გაგიადვილდება. ახალი პროგრამირების ენა ძალიან განხვავდება როგორც გრამატიკულად ისე სიტყვიერად, მაგრამ მთავარია ერთხელ  ისწავლო პრობლემის გადაჭრა და შემდეგ პრობლემები ყველა მსგავსია სხვა ენებშიც. 
Python -ში "სიტყვებს" და "წინადადებებს' ადვილად ისწავლი.  უფრო მეტ დროს წაიღებს დაწერო დალაგებული პროგრამა. ჩვენ ვასწავლით პროგრამირებას ისე, როგორც ასწავლიან წერას. ჩვენ ვიწყებთ პროგრამის კითხვას, გარჩევას და შემდეგ ვწერთ მარტივ პროგრამას, შემდეგ და შემდეგ - უფრო და უფრო  რთულ პროგრამას. დროთა განმავლობაში დაიწყებ მიხვედრას როგორ დაწერო პროგრამა შენი პრობლემის გადასაჭრელად, და როგორც კი დაიწყებ მიხვედრას, პროგრამირება გახდება  სასიამოვნო და შემოქმედებითი პროცესი. ჩვენ ვიწყებთ Python - ის  სიტყვებით და სტრუქტურით. იყავი მომთმენი.

1.4 სიტყვები და წინადადებები
 
ადამიანური ენისგან განსხვავებით Python-ის სიტყვათა მარაგი ძალიან პატარაა.  ამ "სიტყვათა მარაგს" ვეძახით "განსაზღვრულ სიტყვებს". Python - ში ამ სიტყვებს აქვს განსაზღვრული მნიშვნელობა . როცა Python ხედავს ამ სიტყვებს 
Python პროგრამაში, მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მნიშვნელობა. მოგვიანებით,
როცა დაწერ საკუთარ პროგრამას , გააკეთებ შენს სიტყვებს რომელსაც ექნება მნიშვნელობა და დაუძახებ ცვლადებს.შენ გექნება ფართო არჩევანი რომ შეურჩიო 
 სახელები შენს ცვლადებს, მაგრამ არ შეგეძლება გამოიყენო Python - ის "განსაზღვრული სიტყვები" ცვლადებად. როცა ძაღლს ვწვრთნით, ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ სიტყვებს , როგორიცაა : ადექი, დაჯექი, მოიტანე. ასევე, როცა ველაპარაკებით ძაღლს და არ ვიყენებთ "განსაზღვრულ სიტყვებს" , ის უბრალოდ გვიყურებს უცნაური გამომეტყველებით , სანამ არ გამოვიყენებთ "განსაზღვრულ სიტყვას". მაგალითად:  თუ ვიტყვით " მე ვისურვებდი მეტი ადამიანი სეირნობდეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად" , ძაღლი რასაც გაიგებს იქნება " ბლა ბლა სეირნობა ბლა ბლა ბლა". ასე იმიტომ მოხდება, რომ "სეირნობა " ძაღლისთვის არის "განსაზღვრული სიტყვა". ბევრმა შეიძლება თქვას რომ მსგავსი სიტყვები კატებისთვის უსარგებლოა ( http://xkcd.com/231/ ). 
ენა რომეზეც უნდა ველაპარაკოთ Python-ს , შეიცავს შემდეგ სიტყვებს:

ძაღლისგან განსხვავებით Python ბოლომდე გაწვრთნილია. რამდენჯერაც ეტყვი "try",
 ის ყოველ ჯერზე გააკეთებს "try-ს" შეცდომის გარეშე.მომავალში ჩვენ ვისწავლით ამ "განსაზღვრულ სიტყვებს" და მათ გამოყენებას. Python-სთვის ყველაზე სასიამოვნო სათქმელია
    
print 'Hello world!'  
 
და აი ჩვენ უკვე დავწერეთ ჩვენი პირველი  სინტაქსურად  გამართული წინადადება Python-ში. ჩვენი წინადადება იწყება "განსაზღვრული სიტყვით" print რომელსაც მოსდევს  ჩვენი შერჩეული სტრინგი, რომელიც ჩასმულია ბრჭყალებში.

No comments:

Post a Comment