Wednesday, March 11, 2015

მოტივები


ამ რამდენიმე კვირის წინ შესანიშნავ საიტზე coursera წავაწყდი პითონის(Python) უფასო ონლაინ კურსს და გადავწყვიტე ამეხდინა ბავშვობის ოცნება და  მესწავლა პროგრამირება. უცხო ენები არც იმდენად კარგად ვიცი, რომ უცხო ენაზე ვისწავლო ასევე უცხო ენა, ამიტომ  დამჭირდა პითონის ქართული სახელმძღვანელო და ბევრი ძებნის შემდეგ, ფორუმებზე და ბლოგებზე აკრეფილი რამდენიმე პოსტის გარდა ვერაფერს მივაგენი. გამიტყდა, აი მაგრად გამიტყდა! აი ისე გამიტყდა რო მთავრობას ხო ვაგინე (ეხლანდელსაც და წინებსაც), მერე ღრუსეთს ვაგინე და ბოლოს ხალხს მივდექი... არ მოვიტყუბი და ჩარეცხილი თუ ჩასარეცხი წითელი ინტელიგეციით დაწყებული, უნივერსიტეტების ლექტორებით დამთავრებული; მოკლედ ყველას არა მაგრამ  ბევრს ვაგინე. რო დავწყნარდი, მივხვდი, რომ ამათთვის ერთი მაგინებელი გინდ იქით ყოფილა გინდ აქეთ, ამიტომ კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, ინგლისური სახელმძღვანელოდან ( Python for Informatics: Exploring Information ) წაკითხული და გაგებული იწერება ქართულად. არ მკითხოთ ინგლისური ან თარგმნა სად ვისწავლე; ერთთვიანი ან ექვსწლიანი კემბრიჯის კურსდამთავრებულის დიპლომები არ მაქვს, თუმცა მაქვს ენთუზიაზმი და იმედია ამით მაინც გამოვა რამე, თვარა იმფერ დიპლომიანები რას გვიშვრებიან ქე ხედავთ. მოკლედ ვთარგმნი ქართულად და იმედი მაქვს  გამოჩნდება კეთილშობილი, დალოცვილი, ქველი, ბრძენი, ოჯახში გამრავლებული და.ა.შ. ადამიანები რომელიც შენიშვნებს, რჩევებს არ დაიშურებს.ჩემს თავს ვუსურვებ წარმატებას, ენთუზიაზმის არ განელებას და ... (ამას აქ ვერ დავწერ მარა მაინც ვისურვებ)!

No comments:

Post a Comment