Thursday, June 4, 2015

თავი 1 ( 1,7 - 1,8)



1.7. პროგრამის დაწერა

Python- ის მთარგმნელში ბრძანებების დაწერა კარგი გზაა ექპერიმენტების ჩასატარებლად, მაგრამ არაა რეკომენდირებული რთული პრობლემის გადასაჭრელად.
            როცა პროგრამის დაწერა გვინდა, ვიყენებთ ტექსტურ რედაქტორს სადაც ვწერთ ინსტრუქციებს Python-სთვის და რასაც ვეძახით სკრიპტს. Python - ის სკრიტის სახელი მთავრდება .py - ით.
            სკრიპტის გასაშვებად პითონის მთარგმნელს უნდა მიუთითო ფაილის სახელი. უნიქსის ან ვინდოუსის ბრძანებათა ფანჯარაში უნდა დაწერო python hello.py

csev$ cat hello.py
print 'Hello world!'
csev$ python hello.py
Hello world!
csev$

csev$ არის ოპერატიული სისტემის პრომპტი . “cat hello.py” გვაჩვენებს რომ ფაილს “hello.py” აქვს ერთი ხაზი კოდი  - დაბეჭდოს სტრინგი.
            ჩვენ ვიძახებთ პითონის მთარგმენს რომ წაიკითხოს კოდი ფაილიდან “hello.py”
            შეატყობდი რომ კოდის ბოლოს quit() - ის დაწერა არ იყო საჭირო. როცა პითონი კოდს ფაილიდან კითხულობს, იცის რომ უნდა გაჩერდეს როცა კოდის ბოლოში გავა.

1.8 რა არის პროგრამა?

პროგრამის ძირითადი განსაზღვრებაა დაალაგო პითონის წესები ისე, რომ რამე გააკეთოს. მარტივი hello.py სკრიპტიც კი პროგრამაა. ესააა ერთხაზიანი პროგრამა , არცთუ ისე სასარგებლო, მაგრამ მკაცრი განსაზღვრებით- პითონ პროგრამაა.
            უფრო ადვილი იქნება გავიგოთ თუ რა არის პროგრამა თუ ვიფიქრებთ პრობლემაზე, რომლის გადასაჭრელადაც დაიწერა პროგრამა. ვთქვათ ფეისბუქზე ატარებ სოციალურ კვლევას და გაინტერესებს პოსტებში ყველაზე ხშირად გამოყენებული  სიტყვა. შეგეძლო წაგეკითხა უამრავი პოსტი და თვალები დაგეთხარა ასეთი სიტყვის ძებნაზე, მაგრამ ეს წაიღებდა ბევრ დროს და შეცდომის დაშვების ალბათობაც დიდი იქნებოდა. ჭკვიანური იქნებოდა დაგეწერა პითონის პროგრამა შესაბამისი დავალებით, რომელიც ადვილად და აკურატულად შეასრულებდა დავალებას და  ამ დროს შენ სხვა რამით დაკავდებოდი.
            მაგალითად შეხედე ტექსტს  კლოუნის და მანქანის შესახებ. შეხედე და გამოითვალე რომელია ყველაზე ხშირად გამოყყენებადი სიტყვა და რამდენჯერაა გამოყენებული.

the clown ran after the car and the car ran into the tent
and the tent fell down on the clown and the car


შემდეგ წარმოიდგინე, რომ აკეთებ იგივე დავალებას მილიონობით სტრიქონისგან შემდგარ ტექსტზე. გულწრფელად რომ გითხრა, შენთვის უფრო ადვილი იქნება ისწავლო პითონი და დაწერო პროგრამა, ვიდრე სათითაოდ  დაათვალიერო სიტყვები.
მთლად უკეთესი; უკვე არის მარტივი პროგრამა, რომელიც პოულობს ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვას ტექსტურ ფაილში. მე დავწერე და შევამოწმე ეს პროგრამა და ახლა შენ გაძლევ, რომ გამოიყენო და ცოტა დრო დაზოგო.

name = raw_input('Enter file:')
handle = open(name, 'r')
text = handle.read()
words = text.split()
counts = dict()

for word in words:
counts[word] = counts.get(word,0) + 1

bigcount = None
bigword = None
for word,count in counts.items():
if bigcount is None or count > bigcount:
bigword = word
bigcount = count

print bigword, bigcount

            პითონის ცოდნაც არ გჭირდება ამ პროგრამის გამოსაყენებლად.  დაგჭირდება 10 თავამდე მისვლა რომ სრულად გაიგო ამ პროგრამაში გამოყენებული ტექნიკა.
შენ ხარ მომხმარებელი რომელიც მარტივად იყენებს ამ პროგრამას და გაოცებს მისი მოხერხებულობა თუ როგორ გადაგარჩინა თვალების დათხრას. მარტივად დაწერ კოდს ფაილში სახელად words.py და გაუშვებ ან აქედან  გადმოიწერე კოდი და გაუშვი http://www.pythonlearn.com/code/ .
            ეს არის მარტივი მაგალითი თუ როგორ მოქმედებს პითონი, როგორც შუამავალი მომხმარებელსა და პროგრამისტს შორის. პითონი არის გზა რომ გავცვალოთ სასარგებლო პროგრამები საერთო ენაზე რომელიც შეუძლია გამოიყენოს ყველამ ვინც დააყენებს პითონს თავის კომპიუტერზე. ასე რომ არც ერთი ჩვენგანი არ ელაპარაკება პითონს, სანაცვლოდ ჩვენ ველაპარაკებით ერთმანეთს პითონის დახმარებით.

No comments:

Post a Comment