Friday, June 5, 2015

თავი 2 (2,3 - 2,4)



2.3 ცვლადების სახელები და განსაზღვრული ძირითადი  სიტყვები

პროგრამისტები ცვლადებს არქმევენ ისეთ სახელებს, რომელიც მიანიშნებს თუ რისთვის გამოიყენეს ეს ცვლადი.
ცვლადის სახელი შეიძლება იყოს დიდი; შეიცავდეს ასოებს და ციფრებს, მაგრამ სახელი უნდა იწყებოდეს ასოთი. დაშვებულია დიდი ასოების გამოყენებაც, მაგრამ  უკეთესია ცვლადის სახელი დაიწყო პატარა ასოთი (მოგვიანებით ნახავ რატომაც).
ქვედა ტირეს ( _ ) ხშირად იყენებენ ხოლმე ცვლადის მრავალსიტყვიან  სახელში მაგ : my_name ან  airspeed_of_unladen_swallow. ცვლადის სახელი ასევე შეიძლება დაიწყოს ქვედა ტირეთი, მაგრამ  ძირითადად ასე არ ვიქცევით თუ არ ვწერთ ბიბლიოთეკის კოდს (library code) სხვებისთვის.
ცვლადს თუ არასწორ სახელს დაარქმევ გამოიწვევს სინტაქსურ შეცდომას.

>>> 76trombones = 'big parade'
SyntaxError: invalid syntax
>>> more@ = 1000000
SyntaxError: invalid syntax
>>> class = 'Advanced Theoretical Zymurgy'
SyntaxError: invalid syntax

76trombones  არასწორია იმიტომ რომ არ იწყება ასოთი. more@  - არასწორი სიმბოლო აქვს სახელში , @ .  მაგრამ რა ხდება class - ის შემთხვევაში?

class  არის განსაზღვრული სიტყვა და არ გამოიყნება როგორც ცვლადის სახელი. ინტერპრეტერი იბნევა.

31 განსაზღვრული სიტყვა:

პ.ს. პითონის 3.0.  ვერსიაში exec არაა განსზ.სიტყვა თუმცა დამატებულია nonlocal .

and                  del                   from             not     not                   while
as                    elif                 global         or                   with
assert            else                  if                 pass               yield
break              except            import         print
class             exec                 in                 raise
continue       finally           is                 return
def                 for                   lambda         try

ეს ცხრილი შეინახე და როცა მთარგმნელს ცვლადის სახელი არ მოეწონება ამ ცხრილს შეადარე.


2.4 წესები

ბრძანებები იმ კოდის ნაწილია, რომლის განხორციელებაც  პითონის ინტერპეტერს შეუძლია.  უკვე ვნახეთ ბრძანებების ორი ტიპი: print და ტოლობა. როცა წერ ბრძანებას ინტერაქტიულ რეჟიმში, მთარგმნელი ანხორციელებს და ეკრანზე გამოაქვს შედეგი .
ჩვეულებრივ, სკრიპტი შეიცავს ბრძანებათა რიგს. თუ არის ერთზე მეტი ბრძანება , მაშინ შედეგი გამოჩნდება ერთხელ, როცა ბრძანება განხორციელდება.

მაგალითად ამ სკრიპტს

print 1
x = 2
print x

ეკრანზე გამოაქვს შედეგი:

1

2

No comments:

Post a Comment