Friday, June 5, 2015

თავი 2 (2,5 - 2,6)



2.5 ოპერატორები და ოპერანდები

ოპერატორები სპეციალური სიმბოლოებია, რითაც გამოსახულია გამოთვლები, როგორიცაა მიმატება და გამრავლება.მნიშვნელობებს, რაზეც ოპერატორებია დამატებული ეძახიან ოპერანდებს.
ოპერატორები +,  -,  *,  /, და ** ასრულებს დამატებას, გამოკლებას, გამრავლებას, გაყოფას და ხარისხში აყვანას. მაგ:

20+32, hour - 1, hour * minute, minute/60, 5 ** 2, (5 + 9) * (15 - 7)

გაყოფის ოპერტაორმა შეიძლება ის არ გააკეთოს რასაც ელოდები:

>>> minute = 59
>>> minute/60
0

minute - ს მნიშვნელობაა 59 და მათემატიკის წესებით 59 გაყოფილი 60 - ზე არის 0.98333 და არა 0.  ამ უთანხმოების მიზეზია ისაა, რომ პითონი  ასრულებს მთელ გაყოფას.
როცა ორივე ოპერანდი მთელი რიცხვია, შედეგიც მთელი რიცხვია. მთელი გაყოფა  აცილებს წილადს, ასე რომ მაგალითში დამრგვალებულია ნულამდე.

თუ ორივე ოპერანდი წილადია , მაშინ პითონი ასრულებს წილადის გაყოფას და შედეგიც წილადია (float):

>>> minute / 60.0
0.9833333333333333
>>> 


2.6 გამოსახულებები

გამოსახულება არის მნიშვნელობების, ცვლადების და ოპერატორების კომბინაცია. მნიშვნელობა თავისთავად არის განხილული გამოსახულებად, ასევეა ცვლადიც. ქვემოთ მოყვანილია გამოსახულებები.(დავუშვათ ცვლად x - ს აქვს მნიშვნელობა):

17
x
x + 17

გამოსახულებას ინტერაქტიულ მოდულში თუ დაწერ, მთარგმნელი გამოთვლის პასუხს და გამოსახავს ეკრანზე:

>>> 1 + 1
2

მაგრამ სკრიპტში, გამოსახულება თავისით არაფერს აკეთებს! ახალბედებისთვის ესაა ძირითადი მიზეზი არეულობისა.

სავარჯიშო2.1 დაწერე ეს ბრძანებებით პითონის მთარგმნლში, რომ ნახო რას გააკეთებენ.

5
x = 5
x + 1

No comments:

Post a Comment