Sunday, June 14, 2015

თავი 4 (4,12 - 4,14)



4.12 გამართვა


სკრიპტის დასაწერად ტექსტურ რედაქტორს თუ იყენებ, შეიძლება შეგხვდეს პრობლემა სპეისებთან(ჰარი) და ტაბებთან(tabs) . ამ პრობლემის თავიდან ასარიდებელი საუკეთესო გზაა გამოიყენო მხოლოდ ჰარი(არა ტაბები). იმ ტექსტური რედაქტორების უმეტესობამ, რომელმაც იციან პითონი შესახებ, ამას თავისით აკეთებენ. მაგრამ ზოგი არ აკეთებს.
ტაბები და ჰარები ჩვეულებრივ არის უხილავი, რაც მათ ხდის ძნელად გასამართს, ასე რომ ცადე იპოვნო ისეთი რედაქტორი, რომელიც შენთვის სწორად დაკბილავს.
ასევე, არ დაგავიწყდეს შეინახო პროგრამა სანამ გაუშვებ. ზოგი IDE (დამუშავების ინტეგრირებული გარსი) ამას თავისით აკეთებს, მაგრამ ზოგი - არა. ამ შემთხვევაში პროგრამა რომელსაც უყურებ ტექსტურ რედაქტორში და პროგრამა, რომელიც გაშვებული გაქვს სხვა და სხვაა. გამართვას შეუძლია წაიღოს დიდი დრო თუ არასწორ პროგრამას უშვებ ისევ და ისევ. დარწმუნდი, რომ კოდი რომელსაც უყურებ და კოდი  რომელიც გაშვებული გაქვს ერთი და იგივეა. დარწმუნებული თუ არ ხარ, კოდის დასაწყისში დაწერე print 'hello' და თავიდან გაუშვი.
hello - ს თუ ვერ დაინახავ, ე.ი. სხვა პროგრამა გაქვს გაშვებული.

4.13 ლექსიკონი

algorithm: პრობლემების კატეგორიის გადასაჭრელი ზოგადი პროცესი.
argument: მნიშვნელობა, რომელიც უზრუნველყოფს ფუნქციას, როცა ფუნქცია გამოძახებულია. ეს მნიშვნელობა ენიჭება შესაბამის პარამეტრს ფუნქციაში
body: ბრძანებათა თანრიგი ფუნქციის განსაზღვრებაში.
composition: გამოსახულების გამოყენება როგორც უფრო დიდი გამოსახულების ნაწილის, ან ანგარიშის (ბრძანების - statement.) გამოყენება როგორც უფრო დიდი ანგარიშის (ბრძანების - statement.)  ნაწილის.
deterministic: ეკუთვნის პროგრამას, რომელიც ერთი და იგივე შენატანის (input) შემთხვევაში აკეთებს იგივეს ყოველ გაშვებაზე.
dot notation: მოდულში ფუნქციის გამოსაძახებელი სინტაქსი ზუსტად განსაზღვრული მოდულის სახელით, რომელსაც მოყვება წერტილი და ფუნქციის სახელი.
flow of execution: თანრიგი, რომლის მიხედვითაც ანგარიშები ხორციელდება პროგრამის მუშაობის დროს.
fruitful function: ფუნქცია, რომელიც აბრუნებს მნიშვნელობას.
function: სახელდარქმეული ბრძანებათა რიგი, რომელიც ასრულებს სასარგებლო ოპერაციას. ფუნქციებს შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს არგუმენტები და შეიძლება აწარმოებდეს ან არ აწარმოებდეს შედეგს.
function call: ბრძანება, რომლითაც ფუნქცია ხორციელდება. ის შედგება ფუნქციის სახელისა და არგუმენტების სიისგან.
function definition: ბრძანება, რომელიც აკეთებს ახალ ფუნქციას, უსაზღვრავს სახელს, პარამეტრებს და ბრძანებას რომელსაც ახორციელებს.
function object: მნიშვნელობა, რომელიც გააკეთა ფუნქციის განსაზღვრებამ. ფუნქციის სახელი არის ცვლადი რომელიც გზავნის ფუნქციის ობიექტს .
header: ფუნქციის განსაზღვრების პირველი ხაზი.
import statement: ბრძანება, რომელიც კითხულობს მოდულის ფაილს და აკეთებს მოდულის ობიექტს,
module object: მნიშვნელობა, რომელიც გააკეთა import ბრძანებამ, რაც უზრუნველყოფს წვდომას მონაცემებთან და კოდთან, რაც განსაზღვრულია მოდულში.
parameter: სახელი, რომელიც გამოიყენება ფუნქციის შიგნით და გზავნის მნიშვნელობას როგორც არგუმენტს.
pseudorandom:  ეკუთვნის ციფრების თანრიგს, რომელიც ჩანს როგორც შემთხვევითი, მაგრამ არის გენერირებული დეტერმინირებული პროგრამით.
return value: ფუნქციის შედეგი. გამოძახებული ფუნქცია თუ გამოყენებულია როგორც გამოსახულება, დაბრუნებული  მნიშვნელობა არის გამოსახულების მნიშვნელობა.
void function: ფუნქცია რომელიც არ აბრუნებს შედეგს.


4.14 სავარჯიშოები

სავარჯიშო 4.4 რა არის ”def” ქივორდის დანიშნულება პითონში?

ა) ესაა სლენგი რაც ნიშნავს "ეს კოდი ძაან მაგარია"
ბ) ეს მიანიშნებს ფუნქციის დასაწყისზე
გ) ეს მიანიშნებს რომ კოდის დაკბილული ნაწილი გამოიყენება მოგვიანებით.
დ) ბ და გ ორივე მართალია
ე) არცერთი არაა მართალი.

სავარჯიშო 4.5 რას ამობეჭდავს ეს კოდი?

def fred():
      print "Zap"

def jane():
      print "ABC"

jane()
fred()
jane()


) Zap ABC jane fred jane
) Zap ABC Zap
) ABC Zap jane
) ABC Zap ABC
) Zap Zap Zap

სავარჯიშო 4.6 გადაწერე გადახდის ანგარიშის კოდი ერთნახევარჯერ მეტი გადახდით გადაცილებულ დროზე და გააკეთე ფუნქცია სახელად computepay რომელიც მიიღებს ორ პარამეტრს (hours და rate).

Enter Hours: 45
Enter Rate: 10
Pay: 475.0

სავარჯიშო 4.7 გადაწერე შეფასების პროგრამა წინა თავიდან , გამოიყენე ფუნქცია  - computegrade რომელი მიიღებს ანგარიშს როგორც პარამეტრს და დააბრუნებს შეფასებას როგორც სტრინგს.

Score Grade
> 0.9 A
> 0.8 B
> 0.7 C
> 0.6 D
<= 0.6 F

Program Execution:

Enter score: 0.95
A

Enter score: perfect
Bad score

Enter score: 10.0
Bad score

Enter score: 0.75
C

Enter score: 0.5
F

გაუშვი პროგრამა ბევრჯერ და შეამოწმე სხვადასხვა ტიპის მნიშვნელობისთვის.

No comments:

Post a Comment