Thursday, June 4, 2015

თავი 1 (1.11 - 1.13)



1.11 სწავლის მოგზაურობა

ისეთი შთაბეჭდილება თუ გექმნება რომ ისე ვერ პროგრესირებ როგორც წარმოგედგინა, არაუშავს. როცა ლაპარაკს სწავლობდი შენთვის პრობლება არ ყოფილა თავიდან რამდენიმე წლის მანძილზე  ლაპარაკის მაგივრად თუ სასაცილო ხმებს გამოსცემდი . ყველაფერი კარგად იყო, როცა 6 თვე დაგჭირდა მარტივი სიტყვებიდან მარტივ წინადადებებზე გადასასვლელად და 5-6 წელი წინადადებებიდან - აბზაცებზე და კიდე რამდენიმე წელი, რომ დაგეწერა საინტერეო, სრული ისტორია.
            ჩვენ გვინდა რომ ვისწავლოთ პითონი ჩქარა, ასე რომ სწავლას დავუთმობთ იგივე დროს მომდევნო რამდენიმე თავი. მაგრამ რადგან ახალ ენას სწავლობ, მიაქვს ბევრი  დრო სანამ ბუნებრივად შეიგრძნობ .  ეს იწვევს ცოტა დაბნეულობას და კიდევ და კიდევ ვეძებთ პასუხებს თემებში, რომ შევადგინოთ მთლიანი სურათი პატარ-პატარა ფრაგმენტებით. როცა ეს წიგნი დაწერილია ხაზოვნად და თუ კურსს გადიხარ, პროგრესიც იქნება ხაზოვანი სახის . არ იყოყმანო რომ იყო არა-ხაზოვანი მიზნის მისაღწევად. გადახედე  წინა და მომდევნო თავებს.  იმ მასალის გადახედვა, რომელიც ჯერ არ გისწავლია უფრო მარტივს გახდის  პასუხს კითხვაზე "რატომ უნდა ვისწავლო პროგრამირება“. წინა მასალების გაცნობა, წინა სავარჯიშოების გაკეთება გაგაანალიზებინებს, რომ ნამდვილად გისწავლია რაღაც, გისწავლია ისაც კი, რაც ადრე გეჩვენებოდა რომ შეუძლებელია.
            ჩვეულებრივ,  როცა შენ სწავლობ პირველ პროგრამირების ენას, აქაა რამდენიმე მშვენიერი შეძახილი "ჰუჰ", როცა გეგონება რომ უზარმაზარი ლოდი დაამუშავე  უროთი და საჭრისით და დაინახე, რომ გაგიკეთებია ლამაზი ქადაკება.
            რამე თუ ძალიან ძნელად გეჩვენება, არაა აუცილებელი ღამეები ათენო. შეისვენე, გამოიძენე, წაიხემსე, გაანალიზე რაშია პრობლემა და დასვენებული მიუბრუნდი სწავლას. გარწმუნებ, რომ როცა ისწავლი პროგრამირების ცნებებს და გადახედავ ამ წიგნის წინა თავებს, მიხვდები რომ ყველაფერი ძალიან მარტივი იყო.


1.12 სპეციალური ტერმინოლოგიის ლექსიკონი

bug:    შეცდომა პროგრამაში
CPU:   ცენტრალური პროცესორი (ცპ)
compile:  მაღალი დონის პროგრამული ენიდან დაბალი დონის პროგრამულ ენაზე თარგმნა .
high-level language: მაღალი დონის ენა, როგორიცაა პითონი - რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანმა ადვილად წეროს და იკითხოს.
interactive mode: პითონის მთარგმნელის გამოყენება აქტიურ, დიალოგურ რეჟიმში - ბრძანებების წერა ბრძანებათ ველში (პრომპტ -ში ).
interpret: პროგრამის ერთ-ერთ ხაზად განხორციელება
low-level language პროგრამირების ენა, რომელიც გაკეთებულია იმისთვის რომ კომპიუტერისთვის იყოს ადვილი განხორციელება. ასევე ეძახიან მანქანის კოდს ან assembly language
machine code: დაბალი დონის ენა  პროგრამისთვის რომელიც პირდაპირ ხორციელდება ცენტრალური პროცესორის მიერ.
main memory: ინახავას პროგრამებს და მონაცმებს სანამ ენერგია მიეწოდება.
parse: პროგრამის განხილვა და სინტაქსური სტრუქტურის შემოწმება.
portability: პროგრამის შესაძლებლობა რომ იმუშავოს ერთზე მეტ კომპპიუტერზე.
print statement: ინსტრუქცია რის გამოც პითონის მთარგმნელს მნიშვნელობა გამოაქვს ეკრანზე.
problem solving: პრობლემის ფორმულირების პროცესი, გამოსავლის გამოხატვა და პოვნა.
prompt: როცა პროგრამას ეკრანზე გამოაქვს მესიჯი და პაუზდება, რათა მომხმარებელს მიეცეს დაწერის საშუალება.
secondary memory: ინახავს პროგრამებს და მონაცემებს მაშინც კი, როცა ენერგია არ მიეწოდება. უფრო ნელი, ვიდრე ძირითადი მეხსიერება. დამატებითი მეხსიერების მაგალითებია USB, მყარი დისკი და.ა.შ.
semantics: პროგრამის მნიშვნელობა
semantic error: შეცდომა პროგრამაში, რომელიც პროგრამას აკეთებინებს ისეთ რამეს რისთვისაც არაა შექმნილი.
source code: პროგრამა მაღალი დონი ენაზე.

1.13 სავარჯიშოები

სავარჯიშო 1. 1 რა არის დამატებითი მეხსიერების ფუნქცია კომპიუტერში?

ა) ყველა პროგრამის და დათვლების განხორციელება
ბ) ინტერნეტში ვებ-გვერდების პოვნა
გ) ინფორმაციის ხანგრძლივი შენახვა
დ)Take input from the user

სავარჯიშო 1.2 რა არის პროგრამა?

სავარჯიშო 1.3 რა არის განსხვავება კომპილატორსა და მთარგმნელს შორის?

სავარჯიშო 1.4 აქედან  რომელი შეიცავს  "მანქანის ენას"

ა) პითონის მთარგმნელი
ბ) კლავიატურა
გ) პითონის პროგრამა
დ) სიტყვის დამუშავების დოკუმენტი

სავარჯიშო 1.5 ამ კოდში რა არის არასწორად?

>>> primt 'Hello world!'
File "<stdin>", line 1
primt 'Hello world!'
ˆ
SyntaxError: invalid syntax
>>> 

სავარჯიშო 1.6  პითონის ხაზის დამთავრების მერე,  კომპიუტერში სად ინახება  ისეთი ცვლადი როგორიც "X” არის?

x = 123

ა) ცპ - ში
ბ) ძირითად მეხსიერებაში
გ) დამატებითი მეხსიერებაში
დ) შიდა მოწყობილებებში
ე) გარე მოწყობილებებში

სავარჯიშო 1.7 რას ამობეჭდავს პროგრამა?

x = 43
x = x + 1
print x


ა) 43
ბ) 44
გ) x + 1
დ) x = x + 1 მათემატიკური  შეცდომაა

სავარჯიშო 1.8 შეადარე თითოეული ნაწილი ადამიანს. (1) Central processing unit, (2) Main Memory, (3) Secondary Memory, (4)  Input Device, and (5) Output Device.
მაგალითად : ადამიანში რას შეადარებდი   ცპ-ს ?

სავარჯიშო 1.9 როგორ გავასწოროთ "სინტაქსური შეცდომა"?

No comments:

Post a Comment