8.6
სიის მეთოდები
პითონი უზრუნველყოფილია მეთოდებით, რომელიც მოქმედებს სიებზე, მაგალითად
append ამატებს ახალ ელემენტს სიის ბოლოში:
>>> t = ['a', 'b', 'c']
>>> t.append('d')
>>> print t
['a', 'b', 'c', 'd']
extend იღებს სიას, როგორც არგუმენტი და ამატებს ყველა ელემენტს:
>>> t1 = ['a', 'b', 'c']
>>> t2 = ['d', 'e']
>>> t1.extend(t2)
>>> print t1
['a', 'b', 'c', 'd', 'e']
ამ მაგალითში t2 რჩება უცვლელი. sort ალაგებს სიის ელემენტებს
ზრდადობის მიხედვით:
>>> t = ['d', 'c', 'e', 'b', 'a']
>>> t.sort()
>>> print t
['a', 'b', 'c', 'd', 'e']
სიის მეთოდების უმეტესობა გაბათილებულია(void). სიას
ცვლიან და აბრუნებენ None - ს. შემთხვევით თუ დაწერ t = t.sort(), შედეგით იმედგაცრუებული დარჩები.
8.7
ელემენტების წაშლა
სიაში ელემენტების წასაშლელად არსებობს რამდენიმე გზა. ელემენტის ინდექსი თუ იცი შეგიძლია
გამოიყენო pop :
>>> t = ['a', 'b', 'c']
>>> x = t.pop(1)
>>> print t
['a', 'c']
>>> print x
b
pop ცვლის სიას და აბრუნებს ელემენტს რომელიც წაიშალა. ინდექსის
გარეშე წაშლის ბოლო ელემენტს. წაშლილი მნიშვნელობა თუ არ გინდა, შეგიძლია გამოიყენო
del ოპერატორი:
>>> t = ['a', 'b', 'c']
>>> del t[1]
>>> print t
['a', 'c']
თუ იცი რომელი ელემენტის წაშლა გინდა, მაგრამ არ იცი ინდექსი შეგიძლია გამოიყენო remove:
>>> t = ['a', 'b', 'c']
>>> t.remove('b')
>>> print t
['a', 'c']
remove - ის დასაბრუნებელი მნიშვნელობაა None.
ერთზე მეტი ელემენტის წასაშლელად გამოიყენე del, რომელიც
ჭრის ინდექსს:
>>> t = ['a', 'b', 'c', 'd', 'e', 'f']
>>> del t[1:5]
>>> print t
['a', 'f']
როგორც წესი დაჭრა მონიშნავს ყველა ელემენტს, მეორე ინდექსის ელემენტის
გარდა.
No comments:
Post a Comment